სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მონაცემთა მეცნიერის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისითუ გიყვარს რთული ამოცანების ამოხსნა, პროგნოზირებადი მოდელების შექმნა, მონაცემებში დამალული კანონზომიერებების პოვნა და გსურს გავლენა მოახდინო პროდუქტების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციაზე, ეს პოზიცია შენთვისაა.ამ როლში შენ:შექმნი და დანერგავ - მანქანური სწავლების (Machine Learning) მოდელებს, დაეხმარები ბიზნესს კლიენტების ქცევის პროგნოზირებაში, პროდუქტების ოპტიმიზაციასა და პროცესების ავტომატიზაციაში.იმუშავებ მრავალფეროვან პროექტებზე – შენი საქმიანობა არ იქნება შეზღუდული ერთი მიმართულებით; შენ იმუშავებ როგორც კლიენტების ქცევის (მაგ. Churn prediction, CLV), ისე პროდუქტებისა და შიდა ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაზე.აღმოაჩენ ღირებულ კანონზომიერებებს – დიდი მოცულობის და არასტრუქტურირებული მონაცემებიდან გამოავლენ ისეთ კანონზომიერებებს, რომლებიც ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს დაანახვებს.ითანამშრომლებ ბიზნესის და მონაცემთა ინჟინერიის გუნდებთან – დაეხმარები მათ Advanced Analytics-ის მიგნებების ბიზნეს სტრატეგიაში ინტეგრირებასა და მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნაში.გამოიყენებ და განავითარებ ხელოვნური ინტელექტის (AI) და Generative AI-ის თანამედროვე ხელსაწყოებს ყოველდღიური პროცესებისა და ანალიტიკური მუშაობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად.თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება Data Science-ის ან Analytics-ის მიმართულებით.Python-ის (ან R-ის) ძლიერი პრაქტიკული ცოდნა და მონაცემთა დამუშავების/მოდელირების ბიბლიოთეკებთან (Tensorflow, Pandas, Scikit-Learn და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება.SQL-ის კარგი ცოდნა – რთული მონაცემთა ბაზებიდან საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად ამოღებისა და სტრუქტურირების უნარი.ML მოდელების შექმნისა და ვალიდაციის პრაქტიკული გამოცდილება (Classification, Regression, Clustering, Time Series).ბიზნეს აზროვნება და კომუნიკაციის უნარი – რთული მათემატიკური ან სტატისტიკური მოდელების შედეგების „თარგმნა“ მარტივ, ბიზნესისთვის გასაგებ ენაზე.დამატებითი უპირატესობა იქნება:Big Data ტექნოლოგიებთან (Spark, Databricks, Hadoop ან Cloud Data Warehouses) მუშაობის პრაქტიკა.Deep Learning, NLP, LLM/ GenAI მიმართულებების საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა.MLOps პრინციპების ცოდნა (მოდელების Production-ში გაშვებისა და მონიტორინგის გამოცდილება).გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2026